თამარ ხულორდავას ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ვიზიტი შედგა.  ვიზიტის ფარგლებში თამარ ხულორდავამ შეხვედრები გამართა ევროპარლამენტარებთან: ანელი იატენმაკისთან, კლერ მუდისთან, არტის პაბრიკსთან, ენდი კრისტეასთან,  ხავიერ ნარტთან, საჯად კარიმთან, მიჰალ გალერთან, კრისტიან პრედასთან, ლაიმა ანდრიკიენესთან, ანა გომესთან, კატი პირისთან და გუნარ ჰოკმარკთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო 2018 წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროპარლამენტის ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობას, ასოცირების შეთანხმების შესრულების მდგომარეობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში, დაგეგმილ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების შეხვედრების მოსამზადებელ სამუშაოს.

საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებთან, მიჰალ გალერსა და კლერ მუდისთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ვიზიტის გარდა ევროპარლამენტარები საქართველოს მაისში ეწვევიან და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და საჯარო შეხვედრებში  თბილისსა და რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები