გრიგორი კარასინი: ჩვენ ვხედავთ აშშ-ს და ნატოს აქტივიზაციას საქართველოში, თვალნათლივ გააქტიურებულია შეიარაღების მიწოდება

ვხედავთ ვაზიანის ტრანსფორმაციას საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალებისთვის. ეს შეშფოთებას იწვევს ჩვენში – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ სააგენტო ТАСС-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოსთან მიმართებაში საუბრისას, ჟურნალისტი დაინტერესდა ზურაბ აბაშიძესთან წინა დღეს გამართულ შეხვედრაზე იყო თუ არა განხილული რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის შეთანხმება, რესპუბლიკის ცალკეული სამხედრო დანაყოფების რუსეთის სამხედრო ძალებში შესვლის თაობაზე. კითხვის დასმისას ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ თბილისში ამასთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე გამოთქვეს.
„ქართული მხარის ინიციატივით ამის შესახებ მოკლედ ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოვლენაში არაფერი სასწრაფო არ არის, რადგან ეს შეთანხმება ხელმოწერილი იყო რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დიდი შეთანხმების გასავითარებლად. ის გამიზნულია მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის და არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. ამ სამუშაოს ჩვენ გავაგრძელებთ, განსაკუთრებით საქართველოში ნატოს აქტივიზაციის ფონზე. ჩვენ ვხედავთ აშშ-ს და ნატოს აქტივიზაციას საქართველოში. ციფრების მოყვანას არ დავიწყებ, მაგრამ თვალნათლივ გააქტიურებულია შეიარაღების მიწოდება. ვხედავთ ვაზიანის ტრანსფორმაციას საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალებისთვის. ეს იწვევს შეშფოთებას ჩვენში და ჩვენს მეზობლებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რაც შეეხება საქართველოს შესაძლო შესვლას ალიანსში, მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ვიყოთ ოპტიმისტები. რუსეთი, თავის მხრივ, გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ არარეგიონალური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მიუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს და არ გააძლიერონ ის სირთულეები, რომლებიც ისედაც არსებობს ჩვენს მეზობლებთან.“ –განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები