ბექა დავითულიანი: ოპოზიცია ღია კარს ამტვრევს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ოპოზიციის იმ განცხადებას  გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქალაქის გენერალური გეგმის განხილვის პროცესი გამჭვირვალე არ არის.

„ოპოზიცია ღია კარს ამტვრევს. ისევე, როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე ვითომ რომ არ უშვებდნენ, მერე კი ისხდნენ მშვიდად, ზუსტად იგივე მდგომარეობაა. წინა კვირას ქალაქის მერმა მოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციები, სთხოვა მათ ალტერნატიული ექსპერტების გაგზავნა გენგეგმის შეფასებისთვის და სთხოვა ოპოზიციას, ამ პროცესში ჩართულიყვნენ. დღეს ისინი ბრიფინგს მართავენ და ამბობენ, რომ პროცესში ჩართვა უნდათ. რა საჭიროა ამაზე ბრიფინგის გამართვა, ვერ ვხვდები. შესთავაზა მერმა და თუ საჭიროდ მიაჩნიათ, ჩაერთონ, თუ შოუს დადგმა უნდათ, დადგან”,- განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები