მაჩალიკაშვილების ოჯახი დღეს მთავარ პროკურორს შეხვდება

დღეს მთავარ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ელოდებიან. მალხაზ მაჩალიკაშვილმა მთავარ პროკურორთან შეხვედრის გადაწყვეტილება პანიკისის ხეობის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა პანკისელებმა ერთი კვირის წინ მოითხოვეს. ისინი მთავარ პროკურორს ხეობაში ჩასვლას სთავაზობდნენ, თუმცა მთავარმა პროკურატურამ, მიმდინარე გამოძიების შესახებ სასაუბროდ, მხოლოდ გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა თანხმობა.

მაჩალიკაშვილების ოჯახს პროკურატურაში დღეს, 13:00 საათზე ელოდებიან.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზება, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეხვედრა შედგეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან და საგამოძიებო ჯგუფთან, 2 თებერვალს, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები