ირმა ჭკადუა: ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვანი პოლიციას თავად ჩაბარდა

“ნამდვილად ვარ არასრულწლოვნის ადვოკატი, რომელიც თავად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოებში”, – ამის შესახებ ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, როგორც მან აღნიშნა, არასრულწლოვანმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
„იქედან გამომდინარე, რომ არასრულწლოვანია, „კოდექსი არასრულწლოვნების შესახებ“ არ გვაძლევს უფლებას, დეტალებზე ვისაუბროთ. ნამდვილად ვარ არასრულწლოვნის ადვოკატი, რომელიც თავად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოებში, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა თბილისში, წითელ ბაღში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული – 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით კი, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს – 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები