ზაზა გაბუნია პრეზიდენტის ინიციატივაზე: ჰუმანიზმის გამოვლენა მას წინა წლებშიც შეეძლო და არა მაინც და მაინც საპრეზიდენტო არჩევნების წელს

სკეპტიკურად ვარ განწყობილი მისი ამ დამოკიდებულების მიმართ – ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა გაბუნია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას პატიმართა შეწყალების წესში ცვლილებების განხორციელების შესახებ.
გაბუნია აცხადებს, რომ პრეზიდენტს ჰუმანიზმის გამოვლენა მას წინა წლებშიც შეეძლო და არა მაინც და მაინც საპრეზიდენტო არჩევნების წელს.
“ჩვენ პრეზიდენტის მხრიდან ცოტა არათანმიმდევრულობას ვხედავთ. ჰუმანიზმის გამოვლენა მას წინა წლებშიც შეეძლო და არა მაინც და მაინც საპრეზიდენტო არჩევნების წელს. ამიტომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი მისი ამ დამოკიდებულების მიმართ. როცა კალენდარულად მოახლოვდა საპრეზიდენტო არჩევნები, მარგველაშვილის მხრიდან ვხედავთ ამ პროცესებისთვის მზადებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა გაბუნიამ.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები