გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო,  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე იკრძალებოდა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ40 მონაკვეთზე დასაშვები იყო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები