აუდიტი: “2015-2016 წლებში, საზმაუს მიერ გამოცხადებული ტენდერების მნიშვნელოვან ნაწილში, მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა

2015 წელს ჩატარებული 78 ტენდერიდან 38 ტენდერში (49%) მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, ხოლო 2016 წელს – 93 ტენდერიდან 44 ტენდერში (47%) – ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიში 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს.
„მაუწყებლის მიერ გამოცხადებული ტენდერების მნიშვნელოვან ნაწილში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი: 2015 წელს 78 ტენდერიდან – 38 ტენდერში (49%) ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით – 2 491 952 ლარი. 2016 წელს 93 ტენდერიდან – 44 ტენდერში (47%) ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 1 253 280 ლარი“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, ტენდერებში, სადაც ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, 2015 წელს ფასის კლება მოხდა მხოლოდ 6%-ით, ხოლო 2016 წელს – 4%-ით.
მათივე ცნობით, სრულიად განსხვავებული შედეგია, როდესაც ერთ პრეტენდენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა: 2015 წელს ფასი 20%-ით, ხოლო 2016 წელს – 40%-ით შემცირდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ 20150-2016 წლებში შესყიდვების წლიური დაგეგმვა ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით.
ანგარიშის თანახმად, დეკორაციული სამუშაოების შესყიდვებში გამოცხადებულ 26 ტენდერზე (სახელშეკრულებო თანხით – 569 913 ლარი) ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა, ხოლო 16 შემთხვევაში ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.
ამავე ანგარიშით, 2015-2016 წლებში განხორციელებული 26 შესყიდვიდან, 16 შემთხვევაში – გამარჯვებულად გამოვლინდა ერთი და იგივე კომპანია.
„მაუწყებლის მიერ ბაზრის კვლევის გარეშე განხორციელებულ შესყიდვებში, სადაც მონაწილეობას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იღებდა, მაღალია არაეკონომიურად შესყიდვის რისკები“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები