ქეთევან ჯოხაძემ მუხიანის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს წიგნის კითხვის დღე მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრი ქეთევან ჯოხაძე მის სამაჟორიტარო ოლქში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებს ესტუმრა და ბაღების აღსაზრდელებს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ქეთევან ჯოხაძე მუხიანში მდებარე ოთხ საბავშვო ბაღს ეწვია და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, ბაღის აღსაზრდელებს ზღაპრები წაუკითხა. ამასთანავე, მაჟორიტარი ბაღის აღმზრდელებისა და აღსაზრდელების მიერ სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები