ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს გამართავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთში იმყოფება, სადაც ვიზიტის მეორე დღეს, ჩინეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას „BBC”ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკება ორმხრივი ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებზე შედგება, პრეზიდენტი ქსი ჯინპინგი და ტერეზა მეი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზეც ისაუბრებენ.
ბრიტანეთის პრემიერი ჩინეთში 50 ბიზნესმენთან ერთად იმყოფება. ტერეზა მეიმ, ვიზიტის პირველ დღეს, საერთაშორისო უკანონო ვაჭრობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქსი ჯინპინგთან შეხვედრისას, ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო კავშირების დამყარებასაც განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ „ბრექსითის“ საქმის შემდეგ, ბრიტანეთისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებმა ახალი სავაჭრო და საინვესტიციო გეგმები პირველად განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები