განათლებისა და კულტურის კომისიის წევრები N162 ბაგა-ბაღში იმყოფებოდნენ

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრები, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოქროყანაში N162  საჯარო ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.

ეს დღე, საჯარო ბაგა-ბაღებში, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით უკვე მესამე წელია აღინიშნება.

წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებმა ცნობილ ქართველ მსახიობებთან ერთად, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს საბავშვო მოთხრობები წაუკითხეს და მათ განათლებისა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

თამარ ტალიაშვილის თქმით, მსგავსი მეთოდებით ბავშვებისთვის წიგნის კითხვა გაცილებით სახალისო და საინტერესო ხდება. როგორც ტალიაშვილმა აღნიშნა, წიგნის კითხვა,  ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია და წიგნის სიყვარული ბავშვებმა   პატარა ასაკიდანვე უნდა ისწავლონ.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები