აშშ-ში სამგზავრო მატარებლის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სატვირთოს შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, ვაშინგტონიდან დასავლეთ ვირჯინიაში მიმავალი სამგზავრო მატარებელი, რომელშიც ამერიკელი კონგრესმენები ისხდნენ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდავ სატვირთოს დაეჯახა, შედეგად სატვირთოს მძღოლი დაიღუპა, 6 ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესის არც ერთ წევრს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 11 :20 საათზე მოხდა.
ერთ-ერთი კონგრესმენი ჯეისონ ლოუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კონგრესმენი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მე თავს კარგად ვგრძნობ, მადლობას ვუხდი იმ ექმებს, ვინც სწრაფი რეაგირება მოახდინა, თუმცა სამწუხაროა, რომ მძღოლი გარდაიცვალა, მის ოჯახს თანაგრძნობას ვუცხადებ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები