დაჭრილი მოსწავლის მშობელი: მე როგორც ვიცი, უცნობმა შემთხვევითმა გამვლელმა მიაყენა დაზიანება

”არ ვიცი ზუსტად რამ გამოიწვია კონფლიქტი. მე როგორც ვიცი ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელმა მიაყენა დაზიანება. ასე ვიცი, რომ სრულიად უცნობი პირები არიან”, – ამის შესახებ გუშინ წითელ ბაღში ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდის მამამ, ირაკლი ცანავამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბავშვებს ჭრილობები უცნობმა თანატოლებმა მიაყენეს. თუმცა, იგი ვერ საუბრობს რის საფუძველზე მოხდა მათ შორის კონფლიქტი.
”არ ვიცი ზუსტად რამ გამოიწვია კონფლიქტი. ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელმა მიაყენა დაზიანება. მე ასე ვიცი, რომ სრულიად უცნობი პირები არიან. მათივე ასაკის მოზარდები არიან და უცნობია, რატომ მოხდა მათ შორის დაპირისპირება. გამოძიება არ ჩატარებულა, საიდან უნდა ვიცოდე? ბავშვი რეანიმაციაშია, ჭრილობები აქვს, შესაბამისად, არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მომხდარი თავიდან ბოლომდე მომიყვეს, ჯერ-ჯერობით ვერაფერს ყვება”, – განაცხადა ირაკლი ცანავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ წითელ ბაღში 35-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები