CRRC საქართველო: რესპონდენტთა 25%-ის თქმით, აშშ საქართველოს მთავარი მეგობარია

CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25%-ის აზრით, საქართველოს მთავარი მეგობარი ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატებია.
კვლევაში მონაწილეთა 7% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი აზერბაიჯანია, 7%-ის აზრით, – უკრაინა, 6% – თურქეთს ასახელებს, 6% – რუსეთს, ხოლო 25%-მა არ იცის, ვინ არის ამჟამად საქართველოს მთავარი მეგობარი.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი მტერი ამჟამად რუსეთია.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა, “კავკასიის ბარომეტრი 2017 “ წლის შედეგები დღეს წარადგინა. პრეზენტაცია მოსახლეობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზეა ფოკუსირებული.
კვლევაში წარმოდგენილია მოსახლეობის პოზიცია, რომელი ქვეყანა აღიქმება ხალხის მიერ საქართველოს მეგობრად და რომელი მტრად, რომელ გაერთიანებაში გაწევრიანებას უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობა – ევროკავშირში, ნატო-სა თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები