წუხელ დაჭრილი მოზარდები პირველი ექსპერიმენტული სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან

ორი მოსწავლე, რომელიც გუშინ წითელ ბაღთან დაჭრეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების ყოფილი სკოლელები იყვნენ. როგორც “კვირას” პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ განუცხადა, წუხელ დაჭრილი ორი მოზარდი მისი სკოლის ყოფილი მოსწავლეა. მისივე თქმით, ეს ახალგაზრდები 35-ე სკოლაში 3 წლის წინ გადავიდნენ.
“მოსწავლეები, რომლებიც წუხელ წითელ ბაღში დაჭრეს, ჩვენს სკოლაში მეცხრე კლასამდე სწავლობდნენ და სამი წლის წინ 35-ე სკოლაში გადავიდნენ. მათმა მშობლებმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ჩვენი სკოლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ, რადგან ისინი სასწავლო პროცესს ხშირად აცდენდნენ და ამიტომ მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება და სხვა სკოლაში გადაიყვანეს”,-აღნიშნა “კვირასთან” საუბრისას ხათუნა ბარაბაძემ.
კითხვაზე იცნობდნენ თუ არა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებულები და გუშინ დაჭრილი მოსწავლეები ერთმანეთს, დირექტორმა გვიპასუხა, რომ ისინი შესაძლებელია ერთმანეთს იცნობდნენ, რადგან გარკვეული პერიოდი ერთ სივრცეში სწავლობდნენ. თუმცა, სკოლის დირექტორმა ამ ორი დანაშაულის დაკავშირება კატეგორიულად გამორიცხა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის მოსწავლე მოკლეს, დანაშაულზე დაკავებული ორი მოზარდი პირველი ექსპერიმენტალური სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები