გუშინ დაჭრილი ორი მოსწავლე, რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რჩება

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ გუშინ დაჭრილი 35-ე სკოლის ორი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისინი ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რჩებიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე ინფორმაციით, მოზარდებს გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდათ, კერძოდ, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხენა მხარეს.
”35-ე სკოლის ორი მოსწავლე, რომელიც გუშინ დაჭრეს, რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ მთელი ღამის განმავლობაში ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევები უტარდებოდათ, რომელიც დღესაც გაგრძელდება. ამ მაჩვენებლების საფუძველზე გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. ამ მომენტისთვის მათთვის ოპერაციული ჩარევა არ იგეგმება”, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გუშინ დაჭრეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები