მატარებლების მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით “საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს

ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მატარებლების დროებით შეფერხებასთან დაკავშირებით “საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად, ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე დროებითი შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს.
“ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად. სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული”, – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.
თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხაშურში იყო გაჩერებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები