იაპონიაში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში მდებარე ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა, შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ინფორმაციას Japantimes.co.jp ავრცელებს.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, თავშესაფარში 16 ადამიანი ცხოვრობდა. სახანძრო სამსახურში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 11:40 საათზე შევიდა. ცეცხლის ლოკალიზება 2 საათში სრულიად მოხერხდა. ამ დროისთვის სამართალდამცველების მიერ გვამების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, დაღუპულთა შორის 8 მამაკაცი და 3 ქალბატონია.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები