თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
 
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის ხევის დასახლების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I კვარტლის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცხინვალის ქუჩის მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევჩის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, ზახაროვის და არბოშიკის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები