მთავარმა პროკურორმა უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოზე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა

31 იანვარს, სასტუმრო რედისონში იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი იქნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ.მომზადებული კანონპროექტები ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექს სა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანას.
შეთავაზებული ცვლილების პროექტების თანახმად, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები ხდებიან პროცესის მონაწილეები და მათენიჭებათ მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, ასევე დახურულ სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლებამოსილება, თუ მოწმე დადაზარალებული უარს არ განაცხადებენ მათთან თანამშრომლობაზე.
ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას, მათ ემოციურმ ხარდაჭერას, დანაშაულისგან გამოწვეული სტრესის შემცირებას და სამართალწარმოების პროცესში მათი მონაწილეობის გამარტივებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები