თბილისის ერთ–ერთ საბავშო ბაღში 5 აღსაზრდელი შეუძლოდ გახდა

თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ ხუთი აღსაზრდელი შეუძლოდ გახდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღსაზრდელებს პირღებინება აღენიშნებოდათ, მათგან სამი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ორი ბავშვი მშობლებმა სახლში წაიყვანეს. 5 აღსაზრდელიდან 2 მათგანი დედმამიშვილია. მათივე ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რა არის შემთხვევის მიზეზი, ვირუსული ინფექცია, თუ საკვებით ინტოქსიკაცია. „კვირას“ ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბანანს უკავშირდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები