ირაკლი შოთაძე: კორტების საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ
„კორტების საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომელიც კორტების სპეცოპერციის საქმეს ეხება.
“ვაზაგაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გვქონდა გასაჩივრებული. მოვითხოვდით სასჯელის დამძიმებას დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, რაც სამართალდამცავებმა ჩაიდინს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. გამოძიება დიდი მოცულობისაა, ასეულობით ადამიანია დაკითხული. დანაშაულის ორგანიზატორები მსჯავრდებულები არიან უკვე”, – განაცხადა შოთაძემ.
ცნობისათვის, უზენაესმა სასამართლომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ადვოკატების საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო და დაუშველბად იქნა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებაზე სასამართლო სამ დღეში გამოაქვეყნებს სარეზოლუციო ნაწილს, სადაც ასახული იქნება ის საფუძვლები, თუ რატომ თქვა უარი საკასაციო საჩივრის მიღებაზე.