ირაკლი შოთაძე: მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველო შესაბამის პასუხს უკრაინისგან ელოდება

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველო შესაბამის პასუხს უკრაინისგან ელოდება.
როგორც მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით უკრაინის სახელმწიფოს მიმართა.
„ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი. ჩვენ შესაბამისი მოთხოვნით მივმართეთ უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს და უკვე მათზეა დამოკიდებული რა სამართლებრივ პროცედურებს გაატარებენ“, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები