სტამბოლში თურქი ფეხბურთელი მოკლეს

სტამბოლში, საფეხბურთო გუნდ „ედიკულეს“ ფეხბურთელი იუნუს ემრე იზოლი ქუჩაში მომხდარი ინციდენტის დროს დაიღუპა. თურქული მედიის ცნობით, ფეხბურთელი მისთვის უცნობი გოგონას თავდამსხმელისგან დაცვას ცდილობდა. სპორტსმენმა და მისმა ორმა მეგობარმა დაინახეს, რომ მამაკაცი სცემდა გოგონას, რომელიც ტაქსში ჩაჯდომას ცდილობდა. ერთ-ერთი მეგობარი ყვება, რომ მამაკაცს ის თმით ჰყავდა დაჭერილი და ურტყამდა. როდესაც ბიჭებმა გაშველება სცადეს, მათ შორისაც ჩხუბი დაიწყო, რა დროსაც მამაკაცმა სამივეს დანა დაარტყა. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ფეხბურთელ ემრე იზოლისთვის გულში მოხვედრილი ცივი იარაღი სასიკვდილო აღმოჩნდა. ის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანიდან ორ წუთში გარდაიცვალა.
აღმოჩნდა, რომ დამნაშავე 38 წლის მამაკაცი იყო, რომელიც მაშინ დააკავეს, როცა სამედიცინო დახმარებისთვის სავადმყოფოს მიმართა. ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და წარსულში ნასამართლევია. თავად მისი გადმოცემით, მოლდოველმა ქალმა ტელეფონი მოპარა და მის წართმევას ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები