ბრიტანეთში მესაზღვრეებმა 500 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს

ბრიტანელმა სასაზღვრო ძალების ოფიცრებმა ფარნბოროს აეროპორტში კოკაინი აღმოაჩინეს, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიონ გირვანქას შეადგენს, ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, მესაზღვრეებმა კერძო თვითმფრინავში 500 კილოგრამამდე კოკაინი ამოიღეს, რომელიც რამდენიმე ჩემოდანში იყო განთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ინგლისში კოლუმბიიდან ჩაფრინდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა ბორტზე მყოფი 5 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, დაკავებულებს შორის 2 ბრიტანეთის მოქალაქეა.
დანაშაულის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რამდენიმე წლის განმავლობაში, მსგავსი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების ამოღება, ბრიტანეთში არ დაფიქსირებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები