ეგვიპტეში ათ ტერორისტს სიკვდილით დასჯიან

ეგვიპტის სასამართლომ ტერორიზმის საქმეზე გასამართლებული ათი პირის საქმეები ქვეყნის უმაღლეს მუფთს დასამტკიცებლად გადასცა. მათ სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ამის შესახებ ეგვიპტური საინფორმაციო საშულებები იუწყებიან. სულ ტერორისტული უჯრედის „იმბამბას“ საქმეში 16 ბრალდებულია. მათ ბრალს სდებენ ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში, რომელიც 2013-2015 წლებში გეგმავდა და ახორციელებდა ტერაქტებს სამხედრო და სამოქალაქო პირებზე. საბოლოო განაჩენს მათ საქმეზე 10 მარტს გამოიტანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები