კახა კალაძე: ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია – პროექტებს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს
„ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით გაჩერდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მეტროსადგურის პროექტს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.
დედაქალაქის მერის განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესი პროექტების შესწავლისა და მონიტორინგის შემდეგ გაგრძელდება.
“ყველა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. ყველა პროექტს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა. გუშინ გავეცი დავალება, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც რეაბილიტაცია ევალება, შეუჩერდეს მუშაობის ნებართვა, რადგან უნდა მოხდეს იმ კონკრეტული პროექტების შემოწმება, რაზეც რეაბილიტაცია ტარდება. უნდა მოხდეს პროექტების შესწავლა, რომ ყველანაირი საფრთხე იქნას თავიდან აცილებული”,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ მომხდარი ფაქტის გათვალისწინებით მიიღო.