ბრაზილიის ციხეში პატიმრებმა ბუნტი მოაწყეს

ბრაზილიის ერთ-ერთ ციხეში არსებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ურთიერთშელაპარაკებას ბუნტი მოჰყვა, შედეგად 10 პატიმარი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა.
მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია ტეეკომპანია „Globo TV“-მ გაავრცელა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ ციხეში მოხდა.
ციხეში, სადაც პატიმრებს შორის ბუნტი და დაპირისპირება მოხდა, მდგომარეობა, ამ დროისთვის, კონტროლს ექვემდებარება და უსაფრთხოების ზომები დაცულია. ინციდენტის დროს სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კუსტარულად დამზადებული დანა ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები