აშშ-მა რუსი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების შავი სია გამოაქვეყნა
აშშ-მა გამოაქვეყნა ე.წ შავი სია, სადაც 114 რუსი პოლიტიკოსი და 86 ოლიგარქია, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობაში იმყოფებიან. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
აშშ-ს „შავი სიის“ წევრების მიმართ ახალი სანქციები ჯერ არ დაუკისრებია.
შავი სიის წევრებს შორის რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევიცაა.
კრემლის განცხადებით, შავ სიაში შეყვანილი ადამიანების რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა.
კრემლის პრეს-სპიკერი ვლადიმერ პესკოვი, რომელიც შავ სიაში უკვე მოხვდა, აცხადებს, რომ „აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ფართო ნუსხას, შეუძლია დააზიანოს ჩვენი ფირმები, ბიზნესმენები, ჩვენი პოლიტიკოსები და შელახოს მათი იმიჯი და რეპუტაცია“.