“გოგი თათუხაშვილს „დედა ტერეზას“ კაბა უნდა გახადონ და პატიმრის ზოლიანი უნიფორმა ჩააცვან”!

„მაგ გოგი თათუხაშვილს, „დედა ტერეზას“ კაბა უნდა გახადონ და პატიმრის ზოლიანი უნიფორმა უნდა ჩააცვან! მერე წეროს შეწყალებების თხოვნები!“ – ასე ეხმაურება აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გენერალ გოგი თათუხაშვილს, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს ომის ვეტერანთა და ყოფილ ძალოვანთა შეწყალების მოთხოვნით მიმართა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაიც ფიგურირებს.
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის ინტერვიუს სთავაზობს, სადაც ის თბილისში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
ამავე ინტერვიუში ელიზბარ ჯაველიძე გოგი თათუხაშვილს წარსულს ახსენებს და რიტორიკული შეკითხვით მიმართავს – „მაშინ სად იყო, გენერლებს რომ იჭერდნენ პანტაპუნტით მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი, მაშინ რომელ სოროში იყო შემძვრალი?“
„თათუხაშვილი ვინ მიგდია, „დედა ტერეზას“ მანტია რომ მოურგია? ეგ ის თათუხაშვილი არ არის, სააკაშვილის რეჟიმის მანქურთი ჯალათი რომ გახლდათ და გლდანის ეკლესიის დარბევას ხელმძღვანელობდა? ჰოდა, მაგ თათუხაშვილს „დედა ტერეზას“ კაბა უნდა გახადონ და პატიმრის ზოლიანი უნიფორმა უნდა ჩააცვან! მერე წეროს შეწყალებების თხოვნა! თათუხაშვილმა, თუ ასე შესტკივა გული ვეტერანებზე, პოლკოვნიკ თეთრაძის მკვლელობაზე რატომ არ ამოიღო ხმა? „მაშინ სად იყო, გენერლებს რომ იჭერდნენ პანტაპუნტით მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი, მაშინ რომელ სოროში იყო შემძვრალი?“ – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან ინტერვიუში ელიზბარ ჯაველიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები