დადიანის ქუჩაზე კლინიკა „მედის“ ოფისი გაქურდეს

თბილისში ც.დადიანის ქუჩაზე მდებარე კლინიკა „მედის“ ოფისი გაქურდეს. ქურდობაში 3 არასრულწლოვანი – 2 ბიჭი და ერთი გოგო მონაწილეობდა.

არსებული ინფორმაციით, სალაროდან წაღებულია თანხა, დაახლოებით, 100 ლარამდე.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები