პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ბაჩო ახალაიას შეწყალება გენერალმა გოგი თათუხაშვილმა ითხოვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მიმართა.

მათი განმარტებით, 25 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა გენერალ გოგი თათუხაშვილის წერილი, თათუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, ომის ვეტერანთა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, მათ შორის იყო ბაჩანა ახალაიაც.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს და გამოითხოვა 17 ადამიანის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია.

„არსებული კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც ხდება საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვა, როგორც მსჯავრდებულის, ასევე სხვა ნებისმიერი პირის მიერ, ავტომატურად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვა.

25 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა გენერალ გოგი თათუხაშვილის წერილი. თათუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, ომის ვეტერანთა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, მათ შორის იყო ბაჩანა ახალაიაც. კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და გამოითხოვა 17 ადამიანის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია.

განცხადებას გოგი თათუხაშვილის გარდა ხელს აწერდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, ასევე რამდენიმე ათეული მოქალაქე.

სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარე შმაგი ჩოხელი, “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” -მანანა ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორი“-თავმჯდომარე ბესიკ შენგელია, “აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა”-თავმჯდომარე თენგიზ სანაია, “დედები შვილების დასაცავად” – თავმჯდომარე მეგი გოცირიძე, “სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრი” – თავმჯდომარე ზვიად კუპრავა, საქართველოს ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ერთიანი საქართველო“ – თავმჯდომარე ვაჟა ცეცაძე, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება-თავმჯდომარე მანანა ჯებაშვილი, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა-თავმჯდომარე ირაკლი კიკიანი, საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტთა გაერთიანება „ლაზარე“-თავმჯდომარე ჯონი კვარაცხელია, “ახალი ხედვა საქართველო”-თავმჯდომარე გიგა ნასარიძე, “სამართალდამცავთა დაცვის ლიგა” – თავმჯდომარე ლევან გვაზავა, მოძრაობა „დაბრუნება“ – თავმჯდომარე მალხაზ პატარაია.
პოლიტიკური პარტია „ვეტერანები და პატრიოტები საქართველოსთვის“ , დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საზოგადოება „თავისუფალი სიტყვა“, საქართველოს შსს და ომის ვეტერანთა კავშირი „ფარ ხმალი“, თავისუფალი ზონა, „ვეტერანები საზღვრებს გარეშე“ საერთაშორისო ორგანიზაცია-კავშირი“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია პრეზიდენტსა და პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას მიმართავს. ახალაია მოუწოდებს კომისიას, არ განიხილონ მისი შეწყალების საკითხი.

როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, მისთვის უცნობია თუ ვინ მიმართა შეწყალების კომისიას და რატომ განიხილება მისი საკითხი მისივე სურვილის საწინააღმდეგოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები