გორში სასწრაფო დახმარების მანქანას ავტომობილი შეეჯახა

გორში, სუპერმარკეტ ,,სმარტთან” მდებარე შუქნიშანთან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო მანქანაში მჯდომი ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები