ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავი ორგანოების დასკვნებს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტი განიხილავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოები საკუთარ დასკვნებს წარმოადგენენ, რომელსაც შემდგომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

„მთავარია, რომ ყველა საკითხი, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, იყოს სათანადოდ გამოძიებული. სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ, რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა და ისინი მოქმედებენ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ისინი წარმოადგენენ საკუთარ დასკვნებს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც, ბუნებრივია, შემდგომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები