ირაკლი კობახიძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე: გუნდში განსხვავებული მოსაზრებებია

საბოლოო განხილვა ძალიან მალე უნდა დაიწყოს და კანონპროექტი უნდა მივიღოთ, რომელიც საქართველოში ნარკოპოლიტიკას ეხება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე, მმართველ გუნდში განსხვავებული მოსაზრებებია და პოზიციები მალე უნდა შეჯერდეს.

„პოზიციები ძალიან მალე უნდა შევაჯეროთ. საბოლოო განხილვა მალე უნდა დაიწყოს და კანონპროექტი უნდა მივიღოთ, რომელიც საქართველოში ნარკოპოლიტიკას ეხება. კანონპროექტის მიღება ამ სესიის განმავლობაში გვჭირდება, რათა დისკუსია, რომელიც საზოგადოებაში წარიმართა, საბოლოოდ წარმატებით დასრულდეს. მთავარია, პოზიციების შეჯერება. გუნდის შიგნით დღემდე განსხვავებული მოსაზრებებია, ამიტომ აქაც იგივე სირთულე გვაქვს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში. ჩვენ სიღრმისეული არგუმენტები გვჭირდება. ერთხელ უკვე განვაცხადე, რომ სიღრმისეული არგუმენტები არც ერთი მხარისგან არ მომისმენია, რასაც კრიტიკა მოჰყვა, თუმცა შემიძლია, დღესაც იგივე გავიმეორო, რომ არც ერთი და არც მეორე მხარისგან, ვგულისხმობ ლიბერალური მიდგომების მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს, სიღრმისეული არგუმენტები არ მოგვისმენია. გარკვეული ზედაპირული დისკუსიებია, თუმცა მეტი სიღრმე გვჭირდება და ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას უფრო მარტივად მივიღებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები