კახა გვანცელაძე: ბავშვები სააღმზრდელო პროცესს ორშაბათიდან იმავე რაიონში, ახლომდებარე ბაღებში გააგრძელებენ

საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება დღეს დილიდან, ტექნიკური მდგომარეობის გამო, სამ ბაღს შეუწყდა. როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ აღნიშნა, ბავშვები სააღმზრდელო პროცესს ორშაბათიდან იმავე რაიონში, ახლომდებარე ბაღებში გააგრძელებენ.
“გამოვლინდა სამი შენობა, სადაც შემდგომი ექსპულატაცია არ არის მიზანშეწონილი, ასეთი დასკვნა დადო ექსპერტიზამ. აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან ამავე რაიონში ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდებიან ბავშვები და ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ გამაგრებით სამუშაოებს”,-განაცხადა კახა გვანცელაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება დღეს დილიდან შეწყდა – აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები