გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე დანიშნა

„გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი – ირაკლი ლექვინაძე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ლექვინაძე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში.
„გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი – ირაკლი ლექვინაძე. მას საზოგადოება უკვე იცნობს. იყო მერის მოადგილე, პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი. სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ. ირაკლის ბიზნესსაზოგადოება კარგად იცნობს. ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი გააგრძელებს იმ ძალიან კარგ ტრადიციას, რომელიც ამ ინსტიტუტში შეიქმნა. მართლაც, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ეს ინსტიტუტი ეფექტური. ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ირაკლი ლექვინაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ლექვინაძე ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები