“კარფურს” სენდვიჩების წარმოების პროცესი დროებით შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თბილისი მოლში”, „კარფურში” არსებულ სენდვიჩების განყოფილებას, საწარმოო პროცესი შეუჩერა.
როგორც “კვირას” სურსათის უვნებლობის სააგენტოდან აცნობეს, შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.
ოფიციალური ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე პირის შესაძლო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები