რას აცხადებს მსახიობი რომელსაც, 8 წელი მიუსაჯეს – „ჩადებების“ პრაქტიკა მტკივნეული პროცესია

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი აცხადებს, რომ მისი მისამართით წაყენებული ბრალდება აბსურდია.
„მე რომ ნარკოტიკული ნივთიერება მქონოდა, პროკურატურის შეთანხმებას დავთანხმდებოდი და ერთი წელი ჩავჯდებოდი ციხეში“, – განაცხადა მსჯავრდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე
მსახიობი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გადასახედია.
„ჩემს მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია. მე რომ მქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება, პროკურატურისგან წამოსულ შეთანხმებაზე დავთანხმდებოდი. ნასამართლევი არასდროს ვყოფილვარ და ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა და ვგრძნობდი სოციალურ პასუხისმგებლობას. „ჩადებების“ პრაქტიკა მტკივნეული პროცესია. 2017 წლის საქმეები ადასტურებს, რომ „ჩადებები“ არ ამართლებს. მაგალითისთვის მოგიყვანთ თათარაშვილის, ხარშილაძის, ასევე „ბირჟა მაფიას“ საქმეებს. მაღალი თანამდებობის პირები, ის პოლიციელები ვინც „ჩადებებში“ მონაწილეობდნენ, არიან გათავისუფლებულები. ასევე ძიებაა დაწყებული ჩემ საქმეზე. ეს ბევრ რამეს მიუთითებს და მე შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას“, – განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები