სასამართლოსთან, “თეთრი ხმაურის” ლიდერი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს

“თეთრი ხმაურის” ლიდერი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილება გიორგანაშვილის მხარდამჭერებმა გააპროტესტეს. „თეთრი ხმაურის“ წევრმა, ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს კარს აგური ესროლა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები