მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას“) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას“) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა.
გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.
მსახიობი ბრალს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა და საპროცესო გარიგებაზეც უარი განაცხადა. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ 45 აბი ე.წ. სუბუტექსი გიორგანაშვილს სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
მსახიობი 2016 წლის 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისთვის წარდგენილი სსკ-ის 260-ე მუხლი 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები