„სუხიშვილები“, ნინო ქათამაძე და ნიაზ დიასამიძე საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ

25 იანვარს, 20 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში  თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. როგორც „კვირას“ საქველმოქმედო ფონდში „ცხოვრება მშვენიერია“ განუცხადეს, ღონისძიებიდან შესული თანხა მოხმარდება თეონა ნუცუბიძის მკურნალობას, რომელსაც აქვს არაჰოჯკინი ლიმფომას T უჯრედების აგრესიული ფორმა და სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა ისრაელში.
კონცერტში უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „სუხიშვილები“, ნიაზ დიასამიძე და „33ა“, ნინო ქათამაძე.
საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ ნებისმიერ მსურველს თხოვს, შეიტანოს წვლილი ამ კეთილ საქმეში, რათა ერთიანი ძალებით თეონა ნუცუბიძის მკურნალობისათვის საკმარისი თანხა შეგროვდეს.
ბილეთები იყიდება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სალაროებში და tkt.ge-ზე.
ბილეთის ფასი: 15-20 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები