გერმანიაში თურქეთის მოქალაქეებსა და ქურთ დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა
გერმანიის ქალაქ ჰანოვერის აეროპორტში, თურქეთის მოქალაქეებსა და ქურთ დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ქურთმა დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია, სირიაში თურქეთის მიერ ჩატარებული საომარი მოქმედებიბის წინააღმდეგ გამართეს, მათ დაგმეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ქმედებები და აეროპორტში საკუთარი დროშები გამოფინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურთ დემონსტრანტებს თურქეთის ის მოქალაქეები დაესხნენ თავს, რომლებიც სტამბოლის რეისს ელოდებოდნენ.
სამართალდამცველების განცხადებით, ჰანოვერის აეროპორტში ერთმანეთს 180-მდე ადამიანი დაუპირისპირდა, მათგან მხოლოდ 2 დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, თურქეთმა სირიაში, აფრინის რეგიონში ტანკები შეიყვანა, მანამდე კი ის ადგილები დაბომბა, რომელიც ქურთ მეამბოხეებს ჰქონდათ დაკავებული.