ჩატაევის დახმარებისთვის დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი დუმილის უფლებას იყენებს

აჰმედ ჩატაევის დახმარებისთვის დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი დუმილის უფლებას იყენებს,- ამის შესახებ ადვოკატმა ელდარ გვალიამ მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გვალიას ინფორმაციით ბერძენიშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ. გვალია ამბობს, რომ დაკავებულს მის გარდა კიდევ 2 ადვოკატი ჰყავს.
ანატოლი ბერძენიშვილი გუშინ დააკავეს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში აჰმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, აჰმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები