ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
როგოც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი დასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მძიმედაა დაშავებული სამი მუშა.
შეგახსენებთ, მუშები რამდენიმე დღის წინ, შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები