ოზურგეთში ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გურიაში, ოზურგეთში, ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურდა. ხანძრის დროს სახლში მოხუცი იმყოფებოდა, რომელმაც უვნებლად გამოსვლა მოასწრო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც ხანძრის შედეგად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები