თბილისში, დანით მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, პაატა სააკაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილი ე.წ. არამიანცის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცს ბარძაყის არეში დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.