ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში ყაჩაღობა მოხდა.
„გურია ნიუსის“ ცნობით, ქვიანში მცხოვრებ ირმა ფირცხალაიშვილს წუხელ თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს, ბოროტმოქმედებმა 400 ლარის წაღება მოახერხეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს, თუმცა, უწყებამ ვითარების შესწავლა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები