,,ენმ“-ის პოლიტსაბჭოს წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებულს გირაო შეეფარდა

„ ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ალექსანდრე კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პირს – შოთა ისაკაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

შოთა ისაკაძეს 5000 ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ალექსანდრე კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირისთვის საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები