აშშ-ში ქართველი მამაკაცი მოკლული იპოვეს

აშშ-ში, ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, მოკლული იპოვეს. ის 31 წლის იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მასთან ერთად აღმოჩენილია 30 წლის მამაკაცის ცხედარიც. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითაა მოკლული.
როგორც ადგილობრივი მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, პოლიციამ მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მისი მეუღლის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო, რადგან ის დათქმულ ადგილას არ მივიდა.
ამჟამად, პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილების დადგენას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები